N1- გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი: მანანა გიგავა
|
|
საგანი:
|
ფიზიკა
|
კლასი:
|
8
|
თემა:
|
სითბოს რაოდენობა
|
დრო:
|
45 წთ
|
მოსწავლეთა პროფილი:
|
8კლასში არის 23 მოსწავლე.
სსსმ მოსწავლე ამ კლასში არ არის
|
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
|
ფიზ.VIII.8.მოსწავლეს
შეუძლია აღწეროს ნივთიერების აგერგატული მდგომარეობები და ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან
მეორეში გადასვლა.
|
გაკვეთილის მიზანი:
|
მონაცემთა ინტერპრეტაციის
უნარის განვითარება.სხეულის გათბობისათვის საჭირო სითბოს რაოდენობის განმსაზრვრელი
ფორმულის დადგენა.
|
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:
|
აღწერს სითბოცვლის პროცესებს და რაოდენობრივად აღწერს მათ.
|
სასწავლო მასალა და რესურსები:
|
ჩაიდანი,სახურებელი,წყალი.სახელმძღვანელო.
|
შეფასება:
|
ჯგუფურ მუშაობას
და ცდის ჩატარებას შევაფასებ შესაბამისი
კრიტერიუმებით, რომელიც იციან ბავშვებმა და მუშაობის დაწყებისას კიდევ ერთხელ შევახსენებ.დავაკვირდები
ერთ რომელიმე ჯგუფს და დაკვირვების შედეგებს ჩავინიშნავ .გამოვიყენებ განმავითარებელ და განმსაზრვრელ შეფასებებს.
|
აქტივობა: 1
|
მიზანი: გამოწვევა, წინარე ცოდნის გააქტიურება.( დრო:
10 წთ)
შესასვლელი ბილეთების დახმარებით დავადგენ რა
იციან მოსწავლეებმა ამ საკითხთან დაკავშირებით. დაფაზე დაწერილ კითხვებს წერილობით
გასცემენ პასუხს, რომელსაც ჯგუფური მუშაობის დროს გადავიკითხავ და თუ საჭიროდ ჩავთვლი
დამატებით ინსტრუქციას მივცემ.დაფაზე დავწერ კითხვებს: რა იციან სითბოს რაოდენობის შესახებ? ჩამოაყალიბე
მოკლედ ლაბორატორიული სამუშაოს მსვლელობა.სამბალიანი შეფასების სისტემით როგორ შევაფასებ
საკუთარ თავს ამ საკითხში?
|
აქტივობა: 2
|
მიზანი: მოსწავლე ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით; აწარმოებს დაკვირვებას და გაზომვებს, იღებს სარწმუნო მონაცემებს; ითვლის სითბოს რაოდენობას სხვადასხვა ტემპერატურაზე
.( დრო: 15 წთ)
ოთახში
მერხებს წინასწარ დავალაგებ ჯგუფური მუშაობისთვისგაკვეთილის მსვლელობისას დრო რომ
არ დავკარგო.
|
აქტივობა: 3
|
მიზანი:
იყენებს სხვადასხვა ხერხს ( ცხრილებს, გრაფიკებს, ) მონაცემთა წარმოსადგენად; ( დრო: 15 წთ)
თითოეული ჯგუფიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
შევარჩევ ერთ მოსწავლეს, რომელიც გააკეთებს ნამუშევრის პრეზენტაციას. წინასწარ გამზადებული
მექნება პატარა ფურცლებზე დაწერილი მოსწავლეთა სახელები, დავკეცავ და შემთხვევით
რომელსაც ამოვიღებ, ის მოსწავლე გააკეთებს პრეზენტაციას.
|
დავალებას ჩავუნიშნავ
და დავემშვიდობები, დავალებად ექნებათ სითბოს
რაოდენობა და მოსწავლის რვეულიდან შესაბამისი ამოცანები. 5 წთ.
|
No comments:
Post a Comment